დავით კირვალიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე.
დავით კირვალიძეს აქვს აგრარული მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი და ამჟამად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორია. საქართველოს სოფლის, აგრარული და სურსათის სექტორების საფუძვლიან ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, მას აქვს მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აგროსექტორის გასავითარებელი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. აკადემიურ საქმიანობასთან ერთად, იგი, ასევე, ამერიკული საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ორგანიზაციის CNFA-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
შალვა ფიფია
სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და მინისტრის მოადგილე
შალვა ფიფიას აქვს მაგისტრის ხარისხი ფინანსებში და მართვის მდიდარი გამოცდილება, როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორში. მას მმართველი პოზიციები ეკავა USAID-ისა და MCC-ს მიერ დაფინანსებულ არაერთ აგროპროექტში.
დავით შერვაშიძე
სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილე
დავით შერვაშიძე არის სერტიფიცირებული აგრონომი და დარგში მრავალმხრივ, როგორც მეწარმულ, ისე - საკონსულტაციო, გამოცდილებას ფლობს. მას უკავია მმართველი პოზიციები სოფლის მეურნეობის განვითარების რამდენიმე საერთაშორისო პროგრამაში, მათ შორის, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდში, რომელსაც მართავს SEAF, ათასწლეულის გამოწვევის ფონდში და ა.შ.
ილია კვიტაიშვილი
სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის მოადგილე
მთავრობაში მაღალ პოზიციაზე მუშაობის დროს ილია კვიტაიშვილი პასუხისმგებელი იყო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და დონორების მხარდამჭერი აქტივობების კოორდინირებაზე. ფლობს მაგისტრის ხარისხი აგრომენეჯმენტში; აქვს მსოფლიო ბანკის და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებში მმართველ პოზიციებზე მუშაობზე 10 წლიანი რეგიონული გამოცდილება.