პროექტები
 “სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება”

 “სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება, დაფინანსებულია პროგრამის „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ (ENPARD) მიერ. პროექტი ხორცილედება  ლიმერიკის უნივერსიტეტთან (ირლანდია) და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სასოფლო საქმიანობასა და სოფლის მეურნეობაში ჩართული სამოქალაქო საზოგადოება; საქართველოს სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტს ხელი შეუწყოს მოკლე პრაქტიკული კურსების დანერგვაში; წამოჭრას საქართველოს მთიანი მხარეების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები;    აგრარული სექტორის ოპერატორებს გააცნოს დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, რა სარეგულაციო ცვლილებები იგეგმება ან გატარდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შედეგად.